пятница, 13 марта 2015 г.

რეფლექსია დღე მეცხრე


ჩემი პორტფოლიო

     ზოგადად ეს მოდული საკმაოდ რთული , მაგრამ საინტერესო იყო და თანაც აუცილებელი. ვისწავლეთ პროექტის გაწერის საფეხურები და აუცილებელი დეტალები. მიღებულ ცოდნას აუცილებლად გავაუმჯობესებ და გამოვიყენებ პრაქტიკაში.
  დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი მუშობის შემაჯამებელი დღე.  მოვისმინეთ თითოეული მონაწილის პროექტის პრეზენტაცია, საინტერესო იყო თეთრი და შავი ოპონენტების კომენტარები და რჩევები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეულისათვის. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს გვანცას და ინტელს.

среда, 4 марта 2015 г.

რეფლექსია დღე მერვე

   ვისწავლე და გამოვიყენებ ბლოგზე სასარგებლო ბმულების მიმაგრებას. აგრეთვე ჩვენი ნამუშევრების ბლოგზე განთავსება.
   დღეს განვიხილეთ თემა ფასილიტატორი. უკვე ვიცი და გამოვიყენებ  როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში. ამასთნ ერთდ როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
 გამოვიყენებ ისეთ კითხვებს, რომელიც დაგვეხმარება ნასწავლისა და ახალი მასალის დაკავშირებაში.  
 მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე რესურსებს ისე გავუკეთებ ორგანიზებას რომ სწორი მიმართულება მივცე.
 ამ ეტაპისთვის სასწავლო პროექტის გეგმის ყველა ნაწილი შექმნიული გვაქვს, დაგვევალა ვიოთ ერთმანეთის თეთრი და შავი ოპონენტი. ძალიან მაინტერესებს რა შენიშვნებს და რა რჩევებს მომცემს ჩემი ოპონენტები.


понедельник, 2 марта 2015 г.

     რეფლექსია დღე მეშვიდე

 განვიხილეთ ჩვენს მიერ შექმნლი, მოსწავლის თვალით დანახული პრეზენტაცია. მივხვდი ჩემს ხარვეზებს და გავასწორე შესაბამისად.
    პროექტის ფარგლებში შევქმნი ისეთ რესურსებს, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს თვითრეგულაციის უნარს. აღნიშნული მასალებით მოსწავლეები მიიღებენ გადაწყვეტილებებს თვიანთი უნარ-ჩვევების განვითარებისა და და ეფექტურად გამოყენებისათვის.
   უკვე ვიცი, რომ  გამოვიყენებ ისეთ შეფასების გეგმას, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება მეტი კონტროლი და ინიციატივა აიღონ სწავლის პროცესზე, რაც განუვითარებს მათ თვითრეგულაციის, საკუთრი თავის მართვის, თვითშეფასების და რეფლექსიის უნარს.


пятница, 27 февраля 2015 г.

რეფლექსია მეექვსე დღე

  მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი დღე.
   ვიმსჯელეთ თუ როგორ გამოვიყენებთ ინტერნეტს პროექტებისათვის.ასევე,  შევქმენით მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია, გავეცანით პუბლიკაციის , ვიკის და ბლოგის ნიმუშებს კონკრეტული სასწავლო მიზნებისათვის. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია პორტფოლიოში წარმოდგენილი კითხვების მიხედვით. საინტერესო იყო მოსწავლეთა ნაშრომის შეფასების ნიმუშები, რაც ძალიან საინტერესო იყო .და გავიგე, რომ მოსწავლის ნაშრომის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამით მოსწავლეს განუვითრდეს სააზროვნო უნარ-ჩვევები,რითაც აუმაღლდება მოტივაცია.





вторник, 24 февраля 2015 г.

 რეფლექსია დღე მეხუთე

  დღეს შევაფასეთ თუ როგორ უნდა იყოს გაწერილი სტანდარტები და მიზნები. მივხვდი რა მნიშვნელობა აქვს პროცედურების დაგეგმვას მოსწავლეთა მიზნების მიღწევაში. გავეცანი მზა პროექტის გეგმებს.   გავერკვიე თუ რა მნიშვნელობა აქვს საავტორო უფლებების დაცვას. ვისწავლე ლინკების გადმოტანა. გავეცანი   კოლაბორაციის საუკეთესო საშუალებებს, რითც  მექნება საშუალება დავიცვა სხვისი უფლებები და ჩემი საკუთრიც.

пятница, 20 февраля 2015 г.

რეფლექსია დღე მეოთხე

    გავაგრძელეთ  სასწავლო პროექტზე მუშაობა, კერძოდ მოვახდინეთ შინაარსობრივი სტანდარტების და ინდიკატორების განხილვა.  რა მეთოდით და რა ინსტრუმენტით უნდა შევაფასოთ მოსწავლეების მუშაობა პროექტის დაწყებამდე, მსვლელობისას და დასრულების შემდეგ.  ასევე განვიხილეთ მოსწავლეებს რა უნარ-ჩვევები უნდა ქონდეთ და რა უნდა ჩამოუყალიბდეთ პროექტის მუშაობისას. და მივხდი,  თუ როგორ უნდა გახდეს მოსწავლე  თვითრეგულირებადი.

среда, 18 февраля 2015 г.

          რეფლექსია დღე მესამე

  დღეს გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს. წარვადგინეთ და განვიხილეთ ჩვენი პროექტის მონახაზი. გავითვალისწინეთ შენიშვნები და ხარვეზები.    
    გავეცანით ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვების ნიმუშებს, მივუსადაგეთ და შევადგინეთ ჩვენი პროექტისათვის შესაბამისი კითხვები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია მისი მიზანმიმართულად წარმართვისათვის და სასურველი შედეგის მიღებისათვის.  ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით და ვიცი რომ დღეს მიღებული ინფორმაცია გამომადგება შემდგომი პროექტის დაგეგმვისას.
    

среда, 11 февраля 2015 г.

რეფლექსია  დღე პირველი

       ძალიან მომეწონა ინტელის ტრენინგის პირველი დღე, შეიძლება ვთქვა რომ მოლოდინს გადააჭარბა. იმედი მაქვს ჩემი შემდგომი გაკვეთილები და პროექტები იქნება გამდიდრებული თანამედროვე ტექნოლოგიებით და იქნება 21-ე საუკუნის დონის.
დაგვეხმარება იმაში, რომ ბავშვებს ჩამოვუყალიბოთ  შემოქმედებითობის, კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრის,  კომუნიკაციის, თანამშრომლობის უნარები, 
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
    აუცილებლად გამოვიყენებ  დრაივის ფუნქციას, რადგან ვიცი, რომ ჩემი ყველა დოკუმენტი, აუდიო და ვიდეო მასალა დაცული იქნება.
რეფლექსია დღე მეორე

  გავეცანით პუბლიკაციებს, რაც უცხო არ იყო ჩემთვის, მაგრამ არ იყო ცნობილი ვორდის ფურცლის შესაძლებლობების შესახებ, კერძოდ შაბლონების გამოყენება. ეს ძალიან დამეხმარება პროექტების შექმნისას, რაც საინტესოს გახდის როგორც პროცესს, ასევე მის წარდგენას.
      
   განვიხილეთ პროექტის მახასიათებელი ჩეკლისტები, რითაც უკეთესად შევძლებ პროექტის დაგეგმვას,  გავიგე რას უნდა აკმაყოფილებდეს ის, რომ პროექტები უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ, მნიშვნელოვან სასწავლო მიზნებს და რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი პრობლემების გამოძიებისკენ უნდა უბიძგებდეს.