пятница, 13 марта 2015 г.

რეფლექსია დღე მეცხრე


ჩემი პორტფოლიო

     ზოგადად ეს მოდული საკმაოდ რთული , მაგრამ საინტერესო იყო და თანაც აუცილებელი. ვისწავლეთ პროექტის გაწერის საფეხურები და აუცილებელი დეტალები. მიღებულ ცოდნას აუცილებლად გავაუმჯობესებ და გამოვიყენებ პრაქტიკაში.
  დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი მუშობის შემაჯამებელი დღე.  მოვისმინეთ თითოეული მონაწილის პროექტის პრეზენტაცია, საინტერესო იყო თეთრი და შავი ოპონენტების კომენტარები და რჩევები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეულისათვის. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს გვანცას და ინტელს.

среда, 4 марта 2015 г.

რეფლექსია დღე მერვე

   ვისწავლე და გამოვიყენებ ბლოგზე სასარგებლო ბმულების მიმაგრებას. აგრეთვე ჩვენი ნამუშევრების ბლოგზე განთავსება.
   დღეს განვიხილეთ თემა ფასილიტატორი. უკვე ვიცი და გამოვიყენებ  როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში. ამასთნ ერთდ როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
 გამოვიყენებ ისეთ კითხვებს, რომელიც დაგვეხმარება ნასწავლისა და ახალი მასალის დაკავშირებაში.  
 მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე რესურსებს ისე გავუკეთებ ორგანიზებას რომ სწორი მიმართულება მივცე.
 ამ ეტაპისთვის სასწავლო პროექტის გეგმის ყველა ნაწილი შექმნიული გვაქვს, დაგვევალა ვიოთ ერთმანეთის თეთრი და შავი ოპონენტი. ძალიან მაინტერესებს რა შენიშვნებს და რა რჩევებს მომცემს ჩემი ოპონენტები.


понедельник, 2 марта 2015 г.

     რეფლექსია დღე მეშვიდე

 განვიხილეთ ჩვენს მიერ შექმნლი, მოსწავლის თვალით დანახული პრეზენტაცია. მივხვდი ჩემს ხარვეზებს და გავასწორე შესაბამისად.
    პროექტის ფარგლებში შევქმნი ისეთ რესურსებს, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს თვითრეგულაციის უნარს. აღნიშნული მასალებით მოსწავლეები მიიღებენ გადაწყვეტილებებს თვიანთი უნარ-ჩვევების განვითარებისა და და ეფექტურად გამოყენებისათვის.
   უკვე ვიცი, რომ  გამოვიყენებ ისეთ შეფასების გეგმას, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება მეტი კონტროლი და ინიციატივა აიღონ სწავლის პროცესზე, რაც განუვითარებს მათ თვითრეგულაციის, საკუთრი თავის მართვის, თვითშეფასების და რეფლექსიის უნარს.